კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ონლაინ კურსი მოსწავლეებისთვის

თუ ხართ VII-IX კლასის მასწავლებელი და გსურთ თქვენმა მოსწავლეებმა ეროვნული ბანკისგან მიიღონ ინფორმაცია პირადი ფინანსების მართვის შესახებ, დაარეგისტრირეთ თქვენი კლასი ფინედუს ფინანსური განათლების მოკლე ონლაინ კურსზე. 

კურსი 3 გაკვეთილისგან შედგება და შემდეგ თემებს მოიცავს: 

  1. პირადი ფინანსების მართვა;
  2. დაზოგვა;
  3. სესხება.

გაკვეთილებს 5 დეკემბრიდან ჩაატარებენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

კურსის მიზანია, მოსწავლეებს მიაწოდოს ის ცოდნა და უნარები, რაც როგორც ახლა, ისე ზრდასრულ ცხოვრებაში დაეხმარებათ, გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები, მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები და თავდაჯერებული იყვნენ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცემათ ელექტრონული სერთიფიკატები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • კურსი განკუთვნილია VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის, გაკვეთილებს თითო ჯგუფში შესაძლებელია დაესწროს მაქსიმუმ 30 მოსწავლე (როგორც ერთი კლასის, ისე შერეულად, რამდენიმე სხვადასხვა კლასიდან).
  • გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, 3 კვირის განმავლობაში (კვირაში 1 გაკვეთილი);
  • გაკვეთილები მოიცავს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა (ინტერნეტი და მოწყობილობა, საიდანაც შეძლებენ ხმითა და გამოსახულებით ინდივიდუალურად Zoom-ით ჩართვას). 
  • დარეგისტრირებულმა მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ კლასის დასწრება Zoom-ის გაკვეთილის ბმულზე, რომელსაც რეგისტრაციისას მითითებულ მისამართზე მიიღებენ.
  • კურსის ეფექტიანობის შეფასება მოხდება კითხვარების საშუალებით, რომლებიც მოსწავლეებმა ორჯერ - კურსის დაწყებამდე და კურსის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა შეავსონ. აღნიშნული კითხვარი ანონიმურია და მისი მიზანია შეაფასოს, რამდენად წარმატებული იყო კურსი და არა მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასება.
  • მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.

კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.