კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკის ონლაინ ტრენინგი მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) სკოლის მასწავლებლების მხარდაჭერას განაგრძობს.

მოქალაქეობის საგნის მასწავლებლებისათვის ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, 19-21 ივნისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტრენინგზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-9 კლასისათვის:

  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები
  • დაზღვევა
  • მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები

თეორიულ მასალასთან ერთად, მასწავლებლები გაეცნობიან  პრაქტიკულ აქტივობებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებს საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.

ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა.

ტრენინგი ითვალისწინებს ინტერაქტიულ სავარჯიშოებს და ჯგუფურ აქტივობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ მიკროფონისა და კამერის ჩართვის შესაძლებლობა.

ტრენინგი უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან საგან „მოქალაქეობას“ და არ აქვთ გავლილი აღნიშნული ტრენინგი. 

მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc_vm9gge_hxdZTYnlnrt4_jla4nv4i4pHudLDFC2cb3ZI4_Q/viewform 

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადების შევსების რიგითობის მიხედვით. 

პროექტი ხორციელდება ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და ამ ეტაპისთვის, გადამზადდა 700-ზე მეტი მასწავლებელი.