კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ინოვაციების ბანაკი

ინოვაციათა ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე სტუდენტები სწავლობენ თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ აქვთ წვდომა მათთვის საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. 

ღონისძიების ოფიციალურად გახსნამდე ახალგაზრდები გადანაწილდებიან ჯგუფებში (თითო ჯგუფში 5-8 ახალგაზრდა) ისინი შეიძლება არ იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომ მათ მალევე უნდა მოახერხონ ჯგუფში ადაპტირება და შეადგინონ გეგმა, თუ როგორ იმუშავებენ ერთად ეფექტურად. 

გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას,   რომლის გადაჭრის გზების წარმოდგენაზე იმუშავებენ 12 საათის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური ინდუსტრიული სექტორის პრობლემების შესახებ. ეს კი  ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ მსგავს საკითხებს, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და  მოიძიონ საქონელი და მომსახურება, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში. მათ ეყოლებათ გამოცდილი მენტორები სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განხორციელებაში. 

ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც დღის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს. 

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.