გილოცავთ! თქვენ სწორად იპოვეთ დავალება!
როგორ შეასრულოთ ეს დავალება?
- ჩვენს საიტზე იპოვეთ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამომთვლელი კალკულატორი და დაეხმარეთ ნინოს მის სესხთან დაკავშირებულ გათვლებში.
ნინოს სესხი შემდეგი პირობებით აქვს აღებული:
- ნინომ სესხი 2021 წლის 1 მაისს აიღო 3 წლის ვადით;
- მან 10 000 ლარი ისესხა წლიურ 14%-ად;
- ნინომ სესხის დასაფარად ყოველი თვის 5 რიცხვში უნდა გადაიხადოს თანაბარი ანუიტეტური გადახდებით;
- სესხის დამტკიცებისას, ნინომ გაცემის საკომისიო 150 ლარი გადაიხადა, ამასთან, სესხის დასრულებამდე, ის ბანკში ანგარიშის მომსახურების საკომისიოსაც გადაიხდის, ყოველთვიურად 1 ლარის ოდენობით.
თქვენი ამოცანაა, დაეხმაროთ ნინოს და ფინედუს კალკულატორის საშუალებით აპოვნინოთ
- აღებული სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
- სესხზე დარჩენილი ძირითადი თანხის მოცულობა 2022 წლის 5 მაისის შენატანის დაფარვის შემდეგ, თუ ნინო სესხს გრაფიკის მიხედვით დაფარავს.
გაითვალისწინეთ, რომ დავალების მიზნებისთვის გათვლები უნდა გაკეთდეს ფინედუს კალკულატორით. ექსელით ან სხვა პროგრამით გათვლებში შესაძლოა, მიიღოთ განსხვავებული შედეგები, რაც გამოწვეული იქნება გადახდის დღეების განსხვავებული მნიშვნელობებით (მაგალითად, დასვენების დღეების გათვალისწინების გამო).
როგორ დააფიქსიროთ პასუხი?
ფეისბუქის #2 თავსატეხის შესაბამისი პოსტის ქვეშ დაწერეთ კომენტარი და მასში მიუთითეთ:
- სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელობა;
- სესხის ძირითადი თანხის ნაშთი 2022 წლის 5 მაისის მდგომარეობით.