კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგი "მოქალაქეობის" მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ შპარკასეს მხარდაჭერით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, შემოსავლების სამსახურისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით შემუშავებული დამხმარე მასალებზე დაყრდნობით საგან "მოქალაქეობის" მასწავლებლებისთვის ტრენინგებს იწყებს. 

2 დღიან ტრენინგზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები მე-9 კლასისათვის:

 

  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • საფინანსო ორგანიზაციები და მომსახურებები
  • დაზღვევა
  • მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები

ტრენინგზე მასწავლებლებს საკითხებთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის გარდა, მიეწოდებათ დამხმარე აქტივობები და სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებს საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.

ტრენინგები ჩატარდება როგორც ფიზიკურად, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისში (მისამართი: თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1), ასევე ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

ამ ეტაპზე, ტრენინგები ჩატარდება მასწავლებლების 4 ჯგუფისათვის განსხვავებულ დროებსა და პლატფორმებზე:

  1. 29-30 ნოემბერი - 16:00 – 20:00 სთ, ონლაინ - ZOOM 
  2. 4-5 დეკემბერი - 10:00 -14:00 სთ, ონლაინ - ZOOM 
  3. 6-7 დეკემბერი - 10:00 – 14:00 სთ, თბილისი, საქართველოს ეროვნული ბანკი
  4. 11-12 დეკემბერი - 16:00 – 20:00 სთ, თბილისი, საქართველოს ეროვნული ბანკი

მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება, აირჩიონ და დარეგისტრირდნენ რომელიმე ერთ ჯგუფში, მათთვის მოსახერხებელი დროისა და პლატფორმის შესაბამისად.

ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული საკითხების შესახებ. 

ტრენინგზე დასწრება უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან საგან "მოქალაქეობას" მე-9 კლასებში. მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და ერთი, რომელიმე სასურველი თარიღისა და ფორმატის არჩევა მოცემული 4 ტრენინგიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადების შევსების რიგითობის მიხედვით.

ტრენინგზე რეგისტრაციის ფორმა რეგისტრაცია