კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

საკუთარ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია- ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა

საკუთარ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია- ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა

1535
5 / 5

ინვესტიცია მოიაზრებს ფულის დაბანდებას გარკვეულ ფინანსურ ინსტრუმენტში ან პროექტში, გარკვეული მოგების მიღების მიზნით. ის ფინანსური ტერმინია და ძირითადად, ფინანსური პროცესებზე საუბრისას გამოიყენება. ინვესტირება საკუთარ განათლებაში არსებითად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ინვესტიციისაგან. მისი მთავარი არსი უცვლელია და გულისხმობს, რომ შენ შეძლო მოგების ანუ გარკვეული უკუგების მიღება, გაწეული ინვესტიციის სანაცვლოდ, რაც მხოლოდ ფულადი რესურსით არ შემოიფარგლება.

და მაინც, რისთვის არის საჭირო საკუთარ განათლებაში ინვესტირება?

მაგალითად, შესაბამისი განათლება, კარგი სამსახურის მოძიების და წარმატებული კარიერული ზრდის საწინდარია ხშირ შემთხვევაში. ეს კი როგორც წესი, ფინანსურ დამოუკიდებლობას და პროფესიული და სოციალური მდგომარეობის ზრდას ნიშნავს.

საკუთარ განათლებაში ინვესტირება, საკუთარი თავის რეალიზების ან უბრალოდ დამატებითი შემოსავლის წყაროების ფორმირების მეტ შესაძლებლობას ნიშნავს.

გარდა ამისა, საკუთარ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია საიმედო აქტივია -  მისი დაკარგვა შეუძლებელია.

კლასიკური გაგებით საკუთარ განათლებაში კაპიტალდაბანდება, ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირებას, რაც გაცილებით უფრო მომგებიანია შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ინვესტიცია.

საკუთარ თავში ინვესტირება კი, თავისმხვრივ მოიაზრებს არა მხოლოდ ინტელექტუალურ განვითარებას, არამედ, ფსიქოლოგიური წონასწორობისა და  ძლიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, განათლებაში ფულის დაბანდება, წაუგებელი ფინანსური გადაწყვეტილებაა და ამ შემთხევაში საუბარი არ არის მხოლოდ საკუთარ განათლებაში ფულის დაბანდებაზე. ნებისმიერ ადამიანს, საკუთარი შვილების განათლებაშიც შეუძლია ინვესტირება.

შვილების განათლებაში განხორციელებული ინვესტიციით, მშობელი თავის შვილებს, გახანგრძლივებული მოქმედების საინვესტიციო

ინსტრუმენტს გადასცემს, რომელიც დროთა განმავლობაში,შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, მუდმივი აქტიური და პასიური შემოსავლის წყაროდ გარდაიქნმება.

საკუთარ განათლებაში კაპიტალდაბანდების მექანიზმი

თუ ის ემსახურება კონკრეტულ ფინანსურ ან მაგალითად, კარიერულ მიზნებს. მაშინ პირველ რიგში, დასადგენია ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც განაპირობებენ ამგვარ გადაწყვეტილებას. ასევე უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი, პირადი საგანმანათლებლო გეგმა, რის საფუძველზეც გადაიდგება შემდგომი ნაბიჯები.

ამის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი სასწავლებლის და შესაბამისი სასწავლო პროგრამის, კურსის, ტრენინგების, სემინარების, შერჩევა. ამიტომ ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი ყველა შესაფერისი ვარიანტი: ფასის, ხარისხის, შრომითი ხარჯების და სავარაუდო შედეგების თვალსაზრისით. ასევე "დასაბანდებელი" თანხების რაოდენობის და სწავლისთვის საჭირო დროის გათვალისწიენბით.

თუმცა საკმაოდ ხშირად, გარკვეული ცოდნის მისაღებად და საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად. სავსებით საკმარისია შესაბამისი შინაარსის ლიტერატურის, მაგალითად, ენციკლოპედიის, სახელმძღვანელოს, გაცნობა ან სტატიების, ბლოგების და სხვა შესაბამისი თემატიკის ინფორმაციის მოძიება).

თუ ადამიანს განზრახული აქვს მაღალანაზრაურებად სამსახურში მუშაობის დაწყება. მას ამისთვის როგორც წესი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი დასჭირდება, რაც თავისთავად უმაღლეს სასწალებელში სწავლის დაწყებას მოიაზრებს.

თუ ადამიანს უკვე აქვს სამსახური, მაგრამ მას სხვა, უფრო პერსპექტიულ პოზიციაზე,  ან თუნდაც სხვა სამსახურში გადასვლა სურს, რაც პროფესიის შეცვლასთან ან ახალი სპეციალობის ათვისებასთან არის დაკავშირებული, მას ამ ახალი პოზიციისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში მან პირველ რიგში უნდა გაარკვიოს თუ სად არის შესაძლებელი ამ პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება და ცოდნის მიღება. არსებობს თუ არა ამისთვის შესაბამისი სასწავლებელი. გასცემს თუ არა ის ცოდნის დამადასტურებელ საბუთს. რა ღირს და რა ხანგრძლივობისაა სასწავლო კურსი,  არსებობს თუ არა სამუშაო ბაზარზე  ამ პროფესიაზე საკმარისი მოთხოვნა და ღირს თუ არა ზოგადად, მისი დაუფლება.

თუ ადამიანს საკუთარი ბიზნესი წამოწყების სურვილი გააჩნია. ესეც როგორც წესი, შესაბამის ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან არის დაკავშირებული შესაძლოა ასეთ შემთხვევაში, მას პროფესიონალური გადამზადების და დამატებითი ტრენინგ-კურსების გავლა დასჭირდეს.

ზემოთჩამოთვლილი მაგალითებიდანაც კი, კარგად ჩანს საკუთარ განათლებაში ინვესტირების მნიშვნელობა. ტყუილად კი არ უთქვამს ბენჯამინ ფრანკლინს: "საკუთარ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია, ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა".