კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა უნდა გაითვალისწინოთ კრედიტის აღებამდე ან კრედიტში თანამონაწილეობამდე?

რა უნდა გაითვალისწინოთ კრედიტის აღებამდე ან კრედიტში თანამონაწილეობამდე?

1462
4.7 / 5

დღევანდელ რეალობაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ხშირად თითოეული ჩვენგანი ვდგებით არასასურველი შედეგის პირისპირ, რასაც დასაწყისში მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილება წარმოშობს ან/და გვექმნება სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემები. ამიტომ უმჯობესია არასასურველი შედეგების თავიდან ასარიდებლად გავაანალიზოთ და ვიცოდეთ რა უფლებები და პასუხისმგებლობები გვაქვს ჩვენ, როგორც ფინანსური ორგანიზაციის მომხმარებლებს.

რჩევები მომხმარებლებს კრედიტის აღებამდე ან აღნიშნულ კრედიტში თანამონაწილეობამდე:

აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულების პირველ გვერდზე გაწერილ მნიშვნელოვან პირობებს

რომელებიც მოიცავს ხელშეკრულებაში აუცილებლად მისათითებელი ინფორმაციის ჩამონათვალს.

აუცილებელია გაითვალისწინოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

რომელიც ასახავს პროდუქტის რეალურ ფასს და მოიცავს ყველა ხარჯს. იცოდეთ რომ სწორედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთით შეგიძლიათ შეადაროთ რამოდენიმე შემოთავაზება ერთმანეთს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

თუ ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაცია თქვენთვის გასაგებ ენაზე არ არის

თქვენ გაქვთ უფლება დასვათ კითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

აუცილებლად წაიკითხეთ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

და დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება ხშირ შემთხვევაში გარკვეული დროის განმავლობაშია საჭირო. შეუსრულებლობის შეთხვევაში კი შესაძლოა გაგეზარდოთ საპროცენტო განაკვეთი ან დაჯარიმდეთ.

აუცილებლად გაეცანით თქვენი, როგორც თავდების, ქონების მესაკუთრის, თანამსესხებლის უფლებებს

თქვენ, როგორც კრედიტის თანამონაწილე მხარეს უფლება გაქვთ მოითხოვოთ სესხის ძირითადი ხელშეკრულება და გაეცნოთ მას, იმის მიუხედავად საჭიროებს თუ არა ეს ხელშეკრულება თქვენს ხელმოწერას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მონაწილე მხარე, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა ენიჭება სესხის მომსახურებაზე.

თქვენ, როგორც თავდებს წინასწარ უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ ნამდვილად შეძლებთ სესხის დაფარვას იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ვერ დაფარავას სესხს.

თქვენ, როგორც სესხის უზურნველყოფაში ჩადებული ქონების მესაკუთრეს გაცნობიერებული უნდა გქონდეთ, რომ თუ მსესხებელი ვერ დაფარავს სესხს, თქვენი ქონება შეიძლება გაიყიდოს.

თუ თქვენს მიერ აღებული სესხი მოიცავს გარანტიის საკომისიოს

დეტალურად გაეცანით პირობებს. გარანტიის საკომისიოში გადახდილი დამატებითი ხარჯი თქვენს დაცულობას და კომფორტს უნდა პასუხობდეს.

თუ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო გიფიქსირდებათ ვადაგადაცილება

გახსოვდეთ რომ უფლება გაქვთ ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელს ჰკითხოთ რა დახმარების შემოთავზება შეუძლია თქვენს საკითხზე, რომ შეძლოთ სესხის გადახდა.

სანამ სასესხო ვალდებულებას აიღებთ დაფიქრდით გაქვთ თუ არა მისი მომსახურების შესაბამისი რესურსი და წყარო. სესხის აღების სიმარტივემ არ მიგაღებინოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი უფლებები და გამოიყენეთ საჭირო დროს.