კონკურსი გამარჯვებულთა გამოვლენას 2 სხვადასხვა კატეგორიით ითვალისწინებდა, მათ შორის, კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული", რომლის გამარჯვებულად სწორედ წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლა და მისი წარმომადგენლები: სკოლის დირექტორი - ფაქიზო (ფატი) ფანჩულიძე და პედაგოგი თეა ჭუმბურიძე დასახელდნენ.
სკოლისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკაში ფინედუს კუთხე მოაწყვეს. ფულის მართვისა და მიზნების დასახვის შესახებ ჩატარებულ ტრენინგებს კი სხვადასხვა ასაკის 80-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი "ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში" ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ორგანიზებით, ასევე, სს "ბაზისბანკისა" და სს "მიკრობანკი ემბისის" მხარდაჭერით. კონკურსი 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების სასკოლო სივრცეებში ფინანსური განათლების თემებზე დისკუსიის წახალისებას, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტიანობის ზრდას. კონკურსის ფარგლებში 63 ნამუშევარი შემოვიდა, საიდანაც 21-მა სკოლამ გაიმარჯვა.
ფინედუ მომავალშიც განაგრძობს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით.