en_სარგებლიანობის დონე ვადამდე ფლობისას არის ერთგვარი დისკონტირებული განაკვეთი, რომელიც განსაზღვრავს სამომავლო ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულებას, თუ ინვესტორი გეგმავს ობლიგაციის ფლობას მისი დაფარვის ვადამდე. სხვაგვარად, ინვესტორი ანგარიშობს წლიურ სარგებელს რომელსაც იგი აიღებს, თუ მან ობლიგაცია შეიძინა დღეს /მიმდინარე კონკრეტულ დროს მისი ვადის ამოწურვამდე. თუ განაკვეთი აღემატება კუპონის განაკვეთს მაშინ ობლიგაცია ივაჭრება დისკონტით, თუ განაკვეთი ნაკლებია კუპონის განაკვეთზე, იგი ივაჭრება პრემიუმით.